პოლიტიკა

ვაჟა სირაძე : “სადგურის მოედანზე” საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად, სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან

“ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ დაზუსტებული არ გვაქვს. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, მაშინ როცა დავაზუსტებთ გარდაცვლილების თაობაზე, მოგახსენებთ. შესაძლოა იყოს გარდაცვალების ფაქტი,  რაოდენობასთან დაკავშირებით არ შემიძლია წინასწარ ინფორმაცია მოგახსენოთ.  სავარაუდოდ გარდაცვლილები არიან” –  ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.


ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა