პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.
ბერდია სიჭინავას თქმით, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე“,- აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
Facebook Comments Box