პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა. კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის საუბარი შეეხო მულტიფუნქციური ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და განსახორციელებელ პროექტებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები აღნიშნულ სივრცეს საკუთარი ნიჭის განსავითარებლად კარგად გამოიყენებენ.

„ჩემი ინფორმაციით შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცემა. ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება და სივრცე ეძლევათ იმისათვის, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი დატვირთული იქნება და ახალგაზრდებს შეეძლებათ თავიანთი ნიჭის რეალიზება სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, ასევე სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისათვის. ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა