პოლიტიკა

ტეხასში, ახალი წყალდიდობის საფრთხის გამო, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა შეჩერდა

ტეხასში კოკისპირულმა წვიმებმა სამაშველო სამსახურები აიძულა, დროებით შეეჩერებინათ მომაკვდინებელი წყალდიდობის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა, ამის შესახებ იუწყება Associated Press. 4 ივლისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც უამინდობამ სამაშველო სამუშაოებს ხელი შეუშალა. ამ დრომდე 160-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სამუშაოების განახლება დამოკიდებულია მდინარის წყლის დონეზე, რომლის გასწვრივაც მდებარეობდა ბანაკი Mystic.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა X-ზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს სან-საბას, ლამპასასისა და შლაიკერის ოლქებში, ხოლო ევაკუაცია — ლამპასასის, მენარდის, კიმბლისა და სატონის ოლქებში. მან დაამატა, რომ ოპერაციების მასშტაბი გაფართოვდა ყველა დაზარალებულ ოლქში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა