პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედებაა ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა

ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, „საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

„საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, მათ შორის ევროპელ ჩინოვნიკებს, ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანიები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს არის ძალიან მარტივი ანალიზის საგანი. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და კარგად აანალიზებს. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და, სამწუხაროდ, ასევე ევროკავშირის მიმართ ნდობა სერიოზულად არის დაცემული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პროცესი შემოტრიალდეს, ამისათვის, პირველ რიგში, კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები უნდა შეეშვან ფიქრს იმაზე, რომ საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა