„ნუცა, არ გაბედო მამაჩემის დაჭერის და ჩემი ოჯახის დევნის პერიოდის ხსენება! “,-ასე ეხმაურება ირაკლი ბათიაშვილის შვილი, ირინა ბათიაშვილი მისი დის, ნუცა ბათიაშვილის ფეისბუქსტატუსს, სადაც ეს უკანასკნელი წერს, რომ მამამისი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოგონილი დანაშაულის გამო არ იხდიდა სასჯელს, განსხვავებით ზურაბ ჯაფარიძისგან. ნუცა ბათიაშვილს მიაჩნია, რომ სხდომაზე არ გამოცხადება მოგონილი დანაშაულია.
ირინა ბათიაშვილი ნუცა ბათიაშვილის სტატუსის სქრინს აქვეყნებს და დას შეახსენებს, რომ ირაკლი ბათიაშვილი მამის გასვენებაში არ მიიყვანეს და გზიდან მიაბრუნეს ციხეში.
„როცა და მჭირდებოდა (მე არასრულწლოვანს პატარა ბავშვს) და გთხოვე გვერდში დამდგომოდი, გებრძოლა ჩემთან ერთად, დაიკარგე! ერთი წერილი არ მიგიწერია მამაშენისთვის ციხეში და ერთ სასამართლოს არ დასწრებიხარ! რა უნდა გელაპარაკო?! ახლა ბედავ და სპეკულირებ ჩვენი ოჯახით! არ გამოგივა! როგორ ბედავ, რომ ადარებ ამ სიტუციას?! სად მიჰყავდათ და მოჰყავდათ ირაკლი?? მამაჩემი საკუთარი მამის გასვენებაში არ მოიყვანეს და გზიდან მიაბრუნეს ციხეში იმ არაადამიანმა ნაცებმა ვის გვერდითაც ასე ბედნიერი დგახარ!
ირაკლის საკუთარი მამის დამარხვის და ბოლო გზაზე გაცილების უფლება არ მისცეს ნაცებმა და აქ ვინც ამით ხარობთ, ღმერთმა გაგცეთ პასუხი ყველას!
მამაჩემი მაშინ მეშვიდე საპყრობილის ჯურღმულში ყავდათ გამომწყვდეული, რომელთანაც შედარებით ახლანდელი ციხეები ოაზისია!
მარტო საბჭოთა კავშირის და ტოტალიტარულ რეჟიმებს ჰქონდათ ის აბსურდული მუხლი რითაც ირაკლი გაასამართლეს: ინტელექტუალური დახმარება ამბოხებაში, ამ მუხლით გაასამართლეს ირაკლი (შეიარაღებული გადატრიალების მცდელობისთვის არ გაუსამართლებიათ). – ეს იყო აბსურდული, მოგონილი და შეთითხნილი ბრალდება და შენ, ნუცა, ხარ სამარცხვინო და მატყუარა ქალი, რომელიც შენი გამზრდელი ბებიის, მამაჩემის დედის, რომელიც გადაგყვა მთელი ბავშვობა, პანაშვიდებზეც კი არ მოხვედი. გაოგნებული დარჩა მთელი საზოგადოება შენი ასეთი არაადამიანობით.
ამ ადამიანს, რომელიც ასე უსირცხვილოდ იტყუება და თან მამაჩემის გვარს ატარებს ასე გავცემ პასუხს: ირაკლი პოლიტიკურ პატიმრად მთელმა საქართველომ, amnestry International-მა, human rights watch-მა, ყოფილმა დისიდენტებმა და მათ შორის ბუკოვსკიმ აღიარა. ამასთან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირაკლი ბათიაშვილი იყო უსამართლოდ გასამართლებული! მამა რომ გაყალბებული და დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერეთ დააპატიმრეს – ეს სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშიც წერია და ისიც მითითებულია, რომ ამ ჩანაწერითაც არ დგინდებოდა მისი დამნაშავეობა.
ამდენი წელი გავიდა და შენი უსაქციელობა რაც საერთოდ იკადრე არსად მითქვამს, მაგრამ მართლა შენს უზნეობას საზღვარი არ აქვს! გულისამრევია შენი სახედაკარგულობა და უსინდისობა.
სამწუხაროა და მეცოდები რომ ბათიაშვილების არაფერი გცხია.
თუ შენი უზნეობა იქამდე მივიდა რომ მამაშენი დამნაშავედ მიგაჩნია, როდესაც ის მთელ საქართველოს, ეკლესიას და საერთაშორისო საზოგადოებას პოლიტიკურ პატიმრად და უდანაშაულოდ მიაჩნდათ – ნუცა, ჩემი მოთხოვნაა, თუ ოდნავ მაინც თავმოყვარეობა შეგრჩა უარი თქვი მამაჩემის გვარზე (რატომ ატარებ მამაჩემის გვარს? ეტყობა კარგად იყენებ, სადაც გჭირდება)“,-წერს ირინა ბათიაშვილი.
