პოლიტიკა

მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმების გამო – ახლახან ვესაუბრე მხარეებს, აშშ-ს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს

აშშ შეშფოთებულია ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელის მიერ სირიაზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

რუბიოს თქმით, ახლახან ესაუბრა შესაბამის მხარეებს.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ. ახლახან ვესაუბრე შესაბამის მხარეებს ტელეფონით. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ საკითხით და იმედია, დღეს მოგვიანებით გვექნება განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიოს თქმით, აშშ-ს სურს, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე დაადასტურეს, რომ სირიის დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმების დროს სირიის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა დაბომბეს. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა