პოლიტიკა

Reuters- ტრამპის მუქარის მიუხედავად, პუტინი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას აპირებს


სააგენტო Reuters წერს, რომ ტრამპის გაფრთხილებები 100%-იან ტარიფებსა და 50 დღეში სანქციების შესაძლო გამკაცრებაზე, გავლენას ვერ მოახდენს. Reuters-ის ინფორმირებული წყაროს თქმით, რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან დასავლეთის ზეწოლის ქვეშ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი დარწმუნებულია ეროვნული ეკონომიკის მდგრადობაში, რომელიც, მისი შეფასებით, ახალი შემზღუდავი ზომების ატანას თავისუფლად შეძლებს.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინაში დასახული მიზნები „გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დასავლეთის ზეწოლით გამოწვეული ნებისმიერი პოტენციური ეკონომიკური ზარალი“.

კრემლთან დაახლოებულმა Reuters-ის წყარომ განაცხადა, რომ არცერთ მხარეს, მათ შორის თეთრი სახლის წარმომადგენლებს, არ უწარმოებიათ ვლადიმერ პუტინთან მოგვარების ზომებთან დაკავშირებით არსებითი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება „ყველა დასახული ამოცანის შესრულებამდე“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა