მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა.
„ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ პარტიებს აკრძალავს, ყველაფერს იზამს, არაფერი გაგიკვირდეთ. განსხვავებული აზრიც, ფაქტობრივად, აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა – ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, სუს-ის ყოფილი უფროსებიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც, მნიშვნელოვანია, ეს თემა გამოიყენოს ხალხმა. შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, გონზე კიდევ კარგახანს ვერ მოვლენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.