თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო ჩვენ ასევე პირობა დავდეთ, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება და შსს-ს ქმედებები ამაზე მიანიშნებს. რაღაცნაირად ჩვენ უნდა დავიცავთ ამ გზით ჩვენი მომავალი თაობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი-LIVE” განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი მომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები და ყველა მოქალაქე, ვისაც მომავალი თაობების ბედი ადარდებს გვერდით უნდა დაუდგეს ხელისუფლებას და არა პოლიციელებს ქუჩაში წინააღმდეგობა გაუწიონ და დედა აგინონ თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.
„ როდესაც გეუბნებიან ყველა მონაცემზე დაყრდნობით, რომ შენს ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი მომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები, ეს მხოლოდ დარწმუნებით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და პიარ კამპანიებით ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, ამაში უნდა ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ყველა მოქალაქე უნდა დაგვიდგეს გვერდით ვისაც მომავალი თაობების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ბედი აინტერესებს. თუ კი ვინმეს ეს აწუხებს გვედრით უნდა დაგვიდგეს და არა პოლიციელებს ქუჩაში წინააღმდეგობა გაუწიონ, დედა კი არ უნდა აგინონ და სცენები კი არ უნდა დაუდგან თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. მომხმარებელი შეიძლება იყოს ჩვენი მომხრეც და სხვა პარტიის მომხრეც და ამ ბოლო დროს იცით, როგორ გამოდის? ვიღაც პოლიციის და ხელისუფლების მიმართ თუ არ არის განწყობილი ანტაგონისტურად ის აბარებს ანალიზებს, მიჰყვება, თავს რაღაცნაირად ისჯის „მარტივად“ და შენ თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ და აქციებზე დადიხარ როგორ გკადრეს და როგორ გითხრეს, რომ წადი ეხლა და ცნობა მოიტანე ნარკოლოგიურიდან შემთხვევით ზემოქმედების ქვეშ ხომ არ ხარო. თქვენ გჯერათ, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების გადაჰყავთ? ეს ვინმეს სჯერა? გააპროტესტა 25-მა კაცმა, გადაიყვანეს 2 500 დანარჩენი აქტივისტები იყვნენ და არ გააპროტესტეს? არ გააპროტესტეს კი არა იგონებენ ამბებს და რეალურ ამბავს ვინ გამოტოვებდა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.