პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ  გამოაცხადა განსაკუთრებული ბრძოლა კორუფციის, ნარკოტიკების, უკანონო მიგრაციის და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ და ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერშიპზე განსაკუთრებული შეტევა მიდის, ეს ყველაფერზე მეტყველებს

პრემიერმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემაც და მეც, გამოვთქვით ეჭვი, რომელიც შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მხოლოდ გონივრული ეჭვი არ არის და გარკვეული დასაბუთებაც აქვს. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ შეეხება ჩვენი გუნდიდან წასულ ყველა ადამიანს ან მათ უმრავლესობას, რბილად ვიტყვი, რომ ზედმეტი გაუგებრობა არ შევიტანო, არსებობს გარკვეული ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკაც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს  ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით და ამას შემთხვევით არ ვამბობ,  –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ხელისუფლების ლიდერების მიმართ ბოლოდროინდელ შეტევაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპონენტების ყველა სიტყვაში იკვეთება, რომ ვიღაცები რაღაცებისგან თავს იზღვევენ, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებითაც. მისივე თქმით, ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ  როდესაც გამოაცხადა განსაკუთრებული ბრძოლა კორუფციის, ნარკოტიკების, უკანონო მიგრაციის და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ, „ქართული ოცნების“ ლიდერებზე განსაკუთრებული შეტევა დაიწყო, რაც ყველაფერზე მეტყველებს.

„როდესაც ეს მოცემულობა ადამიანმა იცი, ყველა მათ სიტყვაში არის დაზღვევა – ვიღაცები რაღაცებისგან იზღვევენ თავს, მათ შორის, თორნიკეს საქმესთან დაკავშირებით. თუ ვიღაც მითითებად და ეკრანიდან მინიშნებად არ ჩამითვლის სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით, განსაკუთრებული რისკია, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ამას ლაპარაკობს, მაგრამ მაინც გავრისკავ და ვიტყვი, რომ მე რომ ვიყო სამართალდამცავი, დავინტერესდებოდი ამ მიმართულებით ასეთი გაცხოველებული აქტიურობით – ხომ არ გვაქვს საქმე გაღმა შედავების პრინციპთან, როდესაც ყველა სიტყვაში ჩანს, რომ ვიღაცები პოსტებს აცხობენ, ახალ ამბებს და ამ ახალი ამბების საფუძვლებს ქმნიან, ხომ არ არის ვიღაცის მიერ მისი თავის დაზღვევის, მოქმედების გადაზღვევის მცდელობა. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ინფორმაციაზე დაყრდნობილი გონივრული ვარაუდი. მე მხოლოდ თორნიკეს საქმეზე არ ვსაუბრობ, როდესაც ბოლო ცვლილებები იყო, ქართულმა სახელმწიფომ და მისმა ხელისუფლებამ  გამოაცხადა განსაკუთრებული ბრძოლა კორუფციის, ნარკოტიკების, უკანონო მიგრაციის და სხვა მსგავსი საკითხების მიმართ, რაც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებში ჯდება. როდესაც ამ იდეების ავტორებს – „ქართული ოცნების“ ლიდერშიპზე ვსაუბრობ, როდესაც განსაკუთრებული შეტევა ამ ფონზე მიდის, ეს ყველაფერზე მეტყველებს.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა