„სადაც არის წითელი ხაზები, რომლის წინააღმდეგია ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტიაა, რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზები არ იქნება გადაკვეთილი,“ – ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოგზავნილ ევროკომისიის წერილს, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ გარკვეულო პირობებია წამოყენებული.
ეკა სეფაშვილის თქმით, ხალხის დაკვეთით მიღებული კანონები, რომლის გაწვევასაც ევრობიუროკრატები ითხოვენ, არ ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს.
„იქ, სადაც არის გაუმჯობესების გზები, ჩვენ გადავდგამთ სათანადო ნაბიჯებს და საქართველოს ამის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა. ხოლო იქ, სადაც არის წითელი ხაზები, რომლის წინააღმდეგია ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტიაა, რომელიც მხოლოდ ხალხის ნებას ასრულებს, რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზები არ იქნება გადაკვეთილი. FARA არ ნიშნავს არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არც სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას. მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს კანონი მოვიღეთ, არანაირი უფლება ამ მიმართულებით არ შეზღუდულა. რაც შეეხება ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს, ის არანაირად არ გულისხმობს ლგბტ თემის უფლებების შელახვას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი ევროკომისიის მუქარაზე: სადაც არის გაუმჯობესების გზები, ჩვენ გადავდგამთ სათანადო ნაბიჯებს, მაგრამ წითელი ხაზები არ გადაიკვეთება

Facebook Comments Box