„ლიბერალებმა იქ შეტოპეს, საიდანაც გამარჯვებულნი ვერ გავლენ, ამას უკვე თავადაც ხვდებიან,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით ეხმიანება.
ექსპერტის თქმითვე, თუ სასწორზე დევს ეროვნული ფასეულობების დაცვა და უვიზო მიმოსვლა, ქვეყანა აირჩევს ეროვნული ფასეულობების დაცვას.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა გადმოსცა მთელი ოპოზიციის სულისკვეთება – უვიზო მიმოსვლის გამო შეუძლიათ დათმონ ყველაზე ძვირფასი ქართველი კაცისთვის – ეროვნული იდენტობა. ეს არის ოპოზიციის სახე. როგორ გაშიშვლდებიან ხოლმე მომენტალურად და გამოაჩენენ მათ რეალურ მიზნებს. ეს ოპოზიციაა სწორედ ომში ჩართვას რომ ითხოვდა და ვითომ ხმლებს ლესავდნენ საქართველოს დასაცავად. ახლა ხომ მაინც სჯერა ყველას, რომ ამათ დაწყებულ ომს ნამდვილი პატრიოტები უნდა შესწიროდნენ? ახლა ხომ მაინც ცხადია, რომ ამათთვის სიტყვა “სამშობლო” არ არსებობს? თუკი სასწორზე დევს უვიზო მიმოსვლა და ეროვნული ფასეულობების დაცვა, რა თქმა უნდა, ვირჩევთ მეორეს! აქ კითხვაც არ უნდა დაისვას. ასე რომ გაეცვალათ ჩვენს წინაპრებს ტრადიციები პირად კომფორტზე, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. თუკი ვინმეს არ სჯერა ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ჰკითხოს მათ! რომელ საუკუნეშიც არ უნდა ვიცხოვროთ და როგორი ბრჭყვიალა “პროგრესით” არ უნდა მოიხიბლონ ჩვენი ახალგაზრდები, როდესაც საკითხი ქვეყანას ეხება, ერი დგება იქ, სადაც მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. სწორედ დღევანდელმა გადაგვარებულმა ევროპამ გვაიძულა “ოჯახური ღირებულებების დაცვის”კანონი მიგვეღო. სწორედ ამ დასავლურმა ფსევდო ლიბერალიზმმა შეუქმნა საფრთხე ჩვენს იდენტობას. ეს კანონი იცავს ქვეყანას ამ საფრთხეებისგან და დღეს თავად ეს კანონი გახდა დასაცავი. ლიბერალებმა იქ შეტოპეს, საიდანაც გამარჯვებულნი ვერ გავლენ, ამას უკვე თავადაც ხვდებიან,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.