პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პროგნოზი, რომ 2025 წელს, აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, ვერ და არ დამთავრდებოდა ომი უკრაინაში მართლდება და შესაბამისად, აბსოლუტურად სწორია

პრემიერის ის განცხადება, რომ საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე არ მოხსნილა. დავამატებდი, ეს იმიტომ რომ კოლექტიურ დასავლეთს ჯერ არ მიუღწევია მთავარი მიზნისთვის – რუსეთის სტრატეგიული დამარცხება პოლიტსაბჭოს ეს განცხადება და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც ამ განცხადების კვალობაზე გაკეთდა, საჭიროებს შეფასებას (რამდენადაც ფბ იძლევა ამის სივრცეს), მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად არის გადმოცემული თუ როგორ ხედავს მმართველი პარტია შექმნილ სიტუაციას და რას აპირებს – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სწორედ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მათი მარიონეტების მოყვანა ემსახურება იმას, რომ ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით, აღმოჩნდეს ჩართული რუსეთთან კონფრონტაციაში. მათი ერთი მაღალჩინოსნის ცნობილი საკრალური ფრაზა: “3 მილიონი ხართ, და ყველას ერთად ვერ მოგკლავენ…” როგორც ჩანს კიდევ ძალაშია.

„პოლიტსაბჭოს ეს განცხადება და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც ამ განცხადების კვალობაზე გაკეთდა, საჭიროებს შეფასებას (რამდენადაც ფბ იძლევა ამის სივრცეს), მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად არის გადმოცემული თუ როგორ ხედავს მმართველი პარტია შექმნილ სიტუაციას და რას აპირებს. ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი, პროგნოზი, რომ 2025 წელს, აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, ვერ და არ დამთავრდებოდა ომი უკრაინაში მართლდება და შესაბამისად, აბსოლუტურად სწორია პრემიერის ის განცხადება, რომ საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე არ მოხსნილა. დავამატებდი, ეს იმიტომ რომ კოლექტიურ დასავლეთს ჯერ არ მიუღწევია მთავარი მიზნისთვის – რუსეთის სტრატეგიული დამარცხება.

დავეთანხმებოდი მეორე შეფასებასაც, რომ სწორედ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მათი მარიონეტების მოყვანა, ემსახურება იმას, რომ ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით, აღმოჩნდეს ჩართული რუსეთთან კონფრონტაციაში. მათი ერთი მაღალჩინოსნის ცნობილი საკრალური ფრაზა: “3 მილიონი ხართ, და ყველას ერთად ვერ მოგკლავენ…” როგორც ჩანს კიდევ ძალაშია. დღეს ევრობიუროკრატიას საქართველოს უმაღლესი დონის ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ კონფრონტაცია ჩაანაცვლოს დიალოგით. ეს არის მაგიდაზე დადებული კონსტრუქციული წინადადება. ევროკავშირის რეაქცია იქნება ინდიკატორი იმისა, თუ რა გზას ირჩევენ ჩვენთან მიმართებაში- დიალოგის თუ კონფრონტაციის. P.S. არა მხოლოდ მე, არამედ არაერთი ანალიტიკოსი თვლიდა, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება იქნებოდა ევროკავშირის ერთ-ერთი ბოლო კოზირი საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობებში. სხვა დანარჩენი “კოზირები” კი ძალიან სწრაფად ამოწურეს და გაანიავეს.“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა