კრიმინალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით გ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1979 წელს დაბადებული გ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1989 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ქვედა კიდურების არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით გ.ბ. რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა