მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო – არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს…
“ინტერესით კვდებიან” ვის დაასახელებს მმართველი პარტია .
მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი “დაბნეულობისთვის” ქართან ფლირტი გადაწყვიტეს…
არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“,-წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მახაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს: „არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს”,