Uncategorized

ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები – სამხედრო თუ ეკონომიკური – დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე

გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„მსოფლიო პოლიტიკური არქიტექტურა იცვლება, ყველანაირი ალიანსი და გაერთიანება დადგა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, ყოფნა – არ ყოფნის წინაშე. როდესაც ვსაუბრობთ, რა არის ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, რა თქმა უნდა ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. ერთი არასწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან ასეთ დროს, როდესაც უძლიერესი გაერთიანებები – სამხედრო თუ ეკონომიკური – დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, როდესაც ცეცხლია მთელ აქეთ ნახევარსფეროზე მსოფლიოში, რა თქმა უნდა ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.