“ტვ პირველის“ მიერ ბანკი „ქართუს“ შესახებ გავრცელებული ცრუ ბრალდებები, დაუდასტურებელი ფაქტები, მიზნად ისახავს საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შექმნას ბანკის მიმართ. ბანკის SWIFT-დან გათიშვა დაკავშირებულია ბანკის ბენეფიციართან, რაც ასევე მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია გახლავთ, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ამჯერად, “ტვ პირველს” საკუთარ ტყუილებზე პასუხისგება სასამართლოს და საერთაშორისო გადახდის სისტემის წინაშე მოუწევს.
“ძალიან შეწუხებული და აწრიალებულია პროპაგნდისტული “ტვ პირველი”, ხუმრობა საქმე ხომ არ არის, რომ უკვე მერამდენედ ხდება მათი სიცრუეში მხილება, თუმცა ამჯერად მათ საკუთარ ტყუილებზე პასუხისგება სასამართლოს და საერთაშორისო გადახდის სისტემის წინაშე მოუწევთ. “ტვ პირველის“ მიერ ბანკი „ქართუს“ შესახებ გავრცელებული ცრუ ბრალდებები, დაუდასტურებელი ფაქტები, მიზნად ისახავს საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შექმნას ბანკის მიმართ. ბანკის SWIFT-დან გათიშვა დაკავშირებულია ბანკის ბენეფიციართან, რაც ასევე მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია გახლავთ.
ამიტომაც, ბანკმა „ქართუ“ სწორედაც, რომ სამართლებრივი რეაგირება მოახდინა და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლოს სწორედ SWIFT – თან არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლეში მიმართა. ტვ „პირველი“ შეეცადა აქაც შეცდომში შეეყვანა საზოგადოება, ტრადიციული უტიფრობით ახლი სიცრუეა გამოაცხო, თითქოს და ბანკის საჩივარი ბიძინა ივანიშვილის, ბანკის საკუთრებად მოხსენიების გამო დაიწერა. მთელ ქვეყანამ იცის და ცხადია მათ შორის პროპაგანდისტულმა “ტვ პირველმაც,“ რომ ბანკი “ქართუ” ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდს გადასცა, შესაბამისად არც ბიძინა ივანიშვილის, არც უტა ივანიშვილის საკუთრება არ არის. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია გაეცნოს. ბანკი „ქართუ“ ყველა სახის ფინანსური მოგება მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო ფონდისაა და იხარჯება, მამულიშვილური საქმისთვის, ქველმოქმედებისთვის! ჩვენში დარჩეს და რამდენადაც პროპაგანდისტული ტვ „პირველისთვის“ დეზინფორმაცია და სიცრუე ჩვეულებრივი რამაა, ბიძინა ივანიშვილისთვის ქვეყნისთვის ქველმოქმედბაა ჩვეულებრივი საქმე, ამიტომაც ვერ ეგუებიან მავნებლები, ათას სისულელს წამოროშავენ და საკუთარ სიბრყვეებში იხლართებიან. თუ გვინდა სამართლებრივი ქვეყანა გვქონდეს, ყველამ კეთილი ინებოს და ვინც დეზინფორმაციას და სიცრუეს ავრცელებს კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, გამონაკლისი ვერც ტელევიზია იქნება, რაც არ უნდა პოლიტიკური თუ მედია თავისუფლების ნიღაბი მოირგოს.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.