პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია… მაშ – მშვიდობა ვჭამოოთ?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა:

„ე.წ. “პერესტროიკის დროს” გენადი ხაზანოვს ჰქონდა ერთი მინიატურა “ამინდის პროგნოზის” თემაზე. ის ასახელებდა ცნობილ ევროპულ ცენტრებს არაჩვეულებრივი ამინდის მონაცემებით და ყოველ ჯერზე უპირისპირებდა ამას ფრაზას – а в деревне Гадюкино дожди.

გასაგებია მინიატურის სულისკვეთება, იმდროინდელი უფერული საბჭოთა ყოველდღიურობა შედარებულ იყო უცხოეთის მრავალფეროვან აყვავებულ გარემოსთან. დღეს საინფორმაციო გამოშვების სულ რაღაც 10 წუთი დამჭირდა, რათა “პოლიტიკური ამინდის პროგნოზი” გამეკეთებინა, ოღონდ “ხაზანოვისეული” აქცენტებისგან 180-გრადუსიანი განსხვავებით: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ხოლო სოფელ ძეგვში უბრალოდ მზიანი ამინდია… ქუვეითში აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია… ლიბანში საცხოვრებელი კვარტლები მიწასთან გაასწორეს, ხოლო სოფელ ძეგვში ჰაერის სისუფთავეს და არაჩვეულებრივ არომატს განაპირობებს დამუშავებული მიწის, ტყისა და მდინარის ჟანგბადოვანი მიქსი… თელ-ავივში განუწყვეტლივ ისმოდა საჰაერო თავდაცვის განგაში, ხოლო სოფელ ძეგვში გამთენიისას პირველი მგალობელი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ… ირანზე სარაკეტო იერიშები გრძელდებოდა, ხოლო სოფელ ძეგვში მტკვარზე თევზაობდნენ შაბათ-კვირისთვის, მემარხულეთა “ცოცხალით” მომარაგების მიზნით… მთელ ისრაელში გაგრძელდა პროტესტები პალესტინელებისთვის ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯის შემოღების წინააღმდეგ — ხოლო სოფელ ძეგვში აყვავებული ბაღების სურნელი ტრიალებდა… მაშ – მშვიდობა ვჭამოოთ?“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ვინც ჩათვლის, რომ არ უნდა აიკრძალოს ანტისახელმწიფოებრივი ე.წ პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას აკეთებდა მაშინ, როდესაც არაერთხელ დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალებით დანაშაულებრივი რეჟიმია

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.