პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან ბინის დაქირავებაზე: ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც

ერთი წელია, რაც გერმანიის ელჩი ქირაობს საკუთრებას ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციისგან და, რეალურად, „ნაცური“ პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლისგან. ამის შემდეგ კი აქვს პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი?! – ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გერმანიის ელჩს მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინა აქვს ნაქირავები.

მისი თქმით, ეს არ არის არც ევროპულობა და არც დემოკრატიულობა. როგორ შეიძლება კონკრეტულად დიპლომატი ქირაობდეს უძრავ ქონებას პოლიტიკაში აქტიურად ჩართული პირისგან და შემდეგ კვლავ აცხადებდეს, რომ ის მიუკერძოებელია.

„გერმანიის ელჩს, რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრება აქვს ნაქირავები – ეს არახალია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ერთი წლის წინაც ჰქონდა ინფორმაცია. ერთი წელია, რაც გერმანიის ელჩი ქირაობს საკუთრებას ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციისგან და, რეალურად, „ნაცური“ პარტიის ლიდერისა და დამფუძნებლისგან. ამის შემდეგ კი აქვს პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი?! ეს არ არის არც ევროპულობა და არც დემოკრატიულობა. როგორ შეიძლება კონკრეტულად დიპლომატი ქირაობდეს უძრავ ქონებას პოლიტიკაში აქტიურად ჩართული პირისგან და შემდეგ კვლავ აცხადებდეს, რომ ის მიუკერძოებელია. ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო-ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც.“ – განაცხადა გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა