განცხადება · 165 ნახვა
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა“
დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა გარკვეულ პირობებში აქციეს პოლიტიკურ სარბიელად- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „როდესაც პოლიტიკურ სარბიელად აქცევ სცენას, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა“.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„გემოვნების ჩამოყალიბების როლში ქართულ თეატრს დიდი როლი აქვს შეტანილი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ესთეტიკა, რაც ახასიათებს ხელოვნებას, დავიცვათ და არ იყოს სცენა და თუნდაც, სატელევიზიო პროდუქტი ინსტრუმენტად ქცეული და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით გათვალისწინება მოხდება.“- აღნიშნა ლაშხმა.
მარიამ ლაშხი მიიჩნევს, რომ გარკვეული პროფესია, მათ შორის, მსახიობობა არ უნდა იყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი და საჩვენებლად გაიხსენა რომან პოლანსკის საქმე, როდესაც ის დააკავეს, მისი დიდი ღვაწლის მიუხედავად.
ამით დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და არცერთი პროფესია არ წარმოადგენს „ინდულგენციას“ კანონის დარღვევისთვის
„სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ ოპოზიციის მხრიდან იქნებოდა ეს თემატიკა წამოჭრილი, თუმცა, ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსახიობობა თუ ნებისმიერი პროფესია გარკვეული ინდულგენციაა. ახსენეთ, რომან პოლანსკი- ფრანგული კულტურის სახე, რომელსაც ოსკარის ლაურეატობასთან ერთად უდიდესი როლი და წვლილი აქვს შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის დატოვებაში, მათ შორის. თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებისთვის და ზოგადად, კანონისთვის ეს არ ყოფილა რაიმე ტიპის ინდულგენცია და ჩვენ გვახსოვს, რომ პარიზში მისი დაკავება მოხდა არა იმიტომ, რომ შემოქმედებით ნაწილში ცენზურა დაუწესეს, არამედ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ჰქონდა მას დარღვეული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზღვარი სამართლებრივ ნორმასა და შემოქმედებით ნაწილში ღირსეულად იყოს დაცული.“-განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მარიამ ლაშხი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- მარიამ ლაშხი„გიორგი გახარიას პარტიის წევრები არ ეცნობიან ჩვენი სამინისტროს საგარეო პოლიტიკას, არ ეცნობიან იმ უმაღლესი რანგის ვიზიტებს რომელსაც ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ახორციელებს“
- მარიამ ლაშხი„ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი იდენტობის საფუძველი, ჩვენი ისტორიისა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდია, ამიტომ, მისი დაცვა და პატივისცემა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“
- მარიამ ლაშხი„თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო“
- მარიამ ლაშხი„შეგახსენებთ, იმ კომიტეტზე, რომელიც ასე დრამატულად დახატეთ, ოპოზიციას არც კითხვა დაგისვამთ, არც კომენტარი გაგიკეთებიათ. შესაბამისად, ახლა, რაიმეს მტკიცება უხერხულია“
