ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი წერს:
მთელი დღე არც კი ვიცოდი რა დამეწერა ნინო დათაშვილზე, ისეთი გაცეცხლებული ვარ. მეც, ისევე როგორც ბევრს საბჭოთა კავშირი გამახსენდა და ბრაზი მკლავს, როგორ მოვახერხეთ რომ 21–ე საუკუნის 20-იან წლებში ისევ საბჭოთა კავშირში დავბრუნდით. როგორ ვაბედინებთ ამ ნაძირლებს ამდენს. მერე ვფიქრობდი, ნეტა ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ მანიაკების დავალებებს ასრულებენ. ნუთუ შეიძლება ასეთი დავალების შესრულება და მერე მშვიდად ცხოვრება? საიდან მოვიდნენ ასეთი ადამიანები? და აი, თურმე სად ხარ. მართლა საბჭოთა კავშირი გვაქვს, პირდაპირი გაგებით. ისევ ის ნაძირალა უშვებს იძულებით ფსიქიატრიულში ნინო დათაშვილს, ვინც ნაზი შამანაური გამოკეტა საგიჟეთში. პირდაპირი გაგებით ის ადამიანი, ის სახელი და გვარი. არც კი ვიცი რა დავწერო. გინება არ მინდა, წყევლა არ მინდა… მაგრამ არ გაიხაროს შენს ოჯახში და გარშემო არავინ და არაფერმა შე ნაძირალა დავით მაღრაძე! ამოწყდით ქოცებო!