პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: თქვენ გგონიათ, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული კამპანია მის ინგლისურენოვან გამოსვლას უკავშირდებოდა? ეს იყო ,,მეხუთე კოლონის” მცდელობა, დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა და ხელი შეეშალათ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესისათვის

არსებობს მრავალგზის გამოცდილი და უტყუარი ტესტი: რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, ის საზიანოა ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონისათვის”! ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან – ეს ნიშნავს უბედურების ზარის ჩამოკვრას ანტიქართული, ნაცლიბერალური სექტისათვის. (,,ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!”) – წერს X-ზე ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.

მისივე თქმით, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული უღირსი კამპანიით ნაცლიბერალური „მეხუთე კოლონა“ შეეცადა დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა და ხელი შეეშალათ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესისათვის.

„არსებობს მრავალგზის გამოცდილი და უტყუარი ტესტი: რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, ის საზიანოა ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონისათვის”! ჰოდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან – ეს ნიშნავს უბედურების ზარის ჩამოკვრას ანტიქართული, ნაცლიბერალური სექტისათვის. (,,ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა!”) თქვენ გგონიათ, საქართველოს პირველი ლედის ვაშინგტონში ვიზიტის გამო აგორებული უღირსი კამპანია მართლა მის ინგლისურენოვან გამოსვლას უკავშირდებოდა და მხოლოდ მის პიროვნულ გაშავებას ემსახურებოდა? უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონის” მცდელობა, დაეკნინებინათ თავად ვიზიტის მნიშვნელობა და ხელი შეეშალათ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესისათვის. ისე კი, საინტერესოა – საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზების არდაშვება ვის ინტერესებში შედის? შემთხვევით, კრემლის ინტერესებში ხომ არა? და ასევე ,,შემთხვევით” ნაცსექტა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ხომ არ მოქმედებს? იმედია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს მთავრობის მეთაურთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგებისაკენ მიმართული სხვა, უფრო ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება, რაც უცილობლად გააძლიერებს ნაცლიბერალური ,,მეხუთე კოლონის” პროვოკაციულ მცდელობებსაც, ხელი შეუშალონ ამ პროცესს. (ნეტავი, რატომ? ,,შემთხვევით”, კრემლის დავალებით ხომ არა?) მოკლედ, უკვე მერამდენედ მტკიცდება, რომ რაც საქართველოსათვის კარგია, ის ავტომატურად ცუდია კოლექტიური სანაცეთისათვის და პირიქით – რაც კოლექტიური სანაცეთისათვის ცუდია, ავტომატურად კარგია საქართველოსათვის“, – წერს ჯაბა ხუბუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.