პოლიტიკა

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მთელ შვებულებას დაუთმობს მფრინავი თეფშების კვლევას

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ ის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, „შეპყრობილია“ უცხოპლანეტელების თემით და გეგმავს, შვებულება გასული წლის იდუმალი მოვლენების გამოძიებას დაუთმოს.

პოდკასტ Ruthless-ში მან განაცხადა: „საერთოდ რა ხდება? რას ნიშნავს ეს ვიდეოები?“ – და მსმენელებს პირობა მისცა, რომ სიმართლის გარკვევის შემთხვევაში, პირველი ის შეატყობინებდა მათ.

საუბარია იდუმალი დრონების შესახებ შეტყობინებების ტალღაზე, რომლებიც 2024 წლის ნოემბრიდან მასობრივად ჩნდებოდნენ ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და სხვა შტატების თავზე. ამოუცნობი ობიექტები სახლების, წყალსაცავების, სამხედრო ბაზებისა და რკინიგზის სადგურების თავზე დაფრინავდნენ და მოსახლეობაში პანიკას იწვევდნენ. დონალდ ტრამპი მაშინ აქტიურად დასცინოდა ოპონენტებს მომხდარის გამო, ზოგი კი მტრული სახელმწიფოების მაქინაციებზე ჰქონდა ეჭვი.

ოფიციალურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ შემთხვევების უმეტესობა ცრუ განგაში ან იდენტიფიკაციის შეცდომა იყო, თუმცა ინციდენტების ნაწილი აუხსნელი დარჩა.

საუბრისას სახუმარო ატმოსფეროს გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ ჯეი დი ვენსი უბრალოდ ართობდა საზოგადოებას „უფოლოგიური“ გეგმებით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა