საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წაგებით დაიწყო .
გოლები: 0:1 მულდური (3. გიულერის პასით). 0:2 აქთურქოღლუ (43). 0:3 აქთურქოღლუ (43, აქგიუნის პასით). 1:3 დავითაშვილი (63). 2:3 კვარაცხელია (90+7)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (85. გოჩლეიშვილი), კაშია, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (69. აზაროვი), ქოჩორაშვილი, წიტაიშვილი (46. ნ. გაგნიძე), მექვაბიშვილი (81. გულიაშვილი), დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
თურქეთი: ჩაქირი, მიულდური, ბარდაქჩი, დემირალი, ელმალი, ჩალჰანოღლუ, იუქშექი (46. ქოქჩუ), აქგიუნი (66. აიდინი), გიულერი (86. კაჰვეჩი), ილდიზი (79. კორდიოღლუ), აქთურქოღლუ (66. ილმაზი).
გაფრთხილება: იუქშექი (21), ლოჩოშვილი (39), კაკაბაძე (40). ქოჩორაშვილი (73), ილდიზი (74), მიქაუტაძე (90), ჩალჰანოღლუ (90+10)
გაძევება: ილმაზი (71)
არბიტრი: დ. მასა (იტალია).
მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თურქებს მეორე გოლიც გაუტანა, მაგრამ საბოლოოდ საქართველოს ნაკრები 2:3 დამარცხდა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში გამართავს, „ჯვაროსნების“ მეტოქე ბულგარეთი იქნება – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.