პოლიტიკა

ილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს: მივედით იმ რეალობამდე, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად – ცვლილებები შეიძლება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, ეს მისაღები იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის

ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს ცოტა ღრმა თემაა და ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფს „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ილია ინჯიამ.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სასურსათო სფერო დაურეგულირებელი დარჩა, რამაც წარმოშვა არსებული პრობლემები და გამოწვევები. შესაბამისად, ინჯიას თქმით, სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.

“ფაქტია, რომ ეს სფერო სახელმწიფოს დარჩა დაურეგულირებელი. ამან მიგვიყვანა ყველა იმ პრობლემამდე და გამოწვევამდე, რომელიც კომისიის მუშაობის პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ. დღეს კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ყველა იმ მიმართულებას, ეს იქნება ლოგისტიკური მიმართულება, მონოპოლიური და ექსკლუზიური ხელშეკრულებები ამა თუ იმ მწარმოებლის, ქსელის ხელშეკრულების პირობები, რომლებიც არეგულირებს მწარმოებელთანაც და დისტრიბუტორთანაც ურთიერთობებს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ამაში ჩარევა და ვფიქრობ, თქვენი ყველა კომენტარი ამას კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ მივედით იმ რეალობამდე, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებებს გამოიწვევს და შეიძლება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, ეს მისაღები იყოს ჩვენი მოსახელობისთვის – ხალხისთვის, ვისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ. ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ,” – განაცხადა ილია ინჯიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც გაუჩნდეს საშუალება, ქსელში განთავსებული თავიანთი პროდუქტი აკონტროლონ.

“ბაზრის მნიშვნელოვანი წილი თქვენ გიკავიათ და აღმოჩნდა, რაღაც მიმართულებები, სადაც, ძალაუფლების კუთხით, ზოგი მწარმოებელი, ზოგი დისტრიბუტორი, ზოგი ქსელის პატრონი, იყენებს თავის კოზირებს, რომ შედეგი მეტი ჰქონდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც, არ აქვს საშუალება, ჩაიხედოს ქსელში, მისი პროდუქტის გაყიდვის სიჩქარის, ნაშთი რამდენი რჩება და ა.შ. არ მგონია, პრობლემური იყოს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მოფიქრება, რომ მათაც ჰქონდეთ თავიანთი პროდუქციის კონტროლის მექანიზმები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას და ერთ რამეზე მინდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და მოუწევს, ეს ჩარევა იყოს ჩვენი მოსახლოების და საზოგადოების საკეთილდღეოდ,” – განაცხადა ინჯიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.