პოლიტიკა

„მინდა, მივმართო მამუკას და ბადრის – გამოდით არასწორი რუსული სპეცოპერაციიდან“ – ელენე ხოშტარია 

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ყაველაშვილის მიერ მათი შეწყალების დღეს მიმართა და მოუწოდა, რომ არ მიიღონ მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში.

“კოალიცია ცვლილებისთვის სახელით გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარაძის შეწყალების შესახებ.

პირველ რიგში, ბუნებრივია, ადამიანის თავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ, ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის პატიმარს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც რჩება ციხეში. ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება – ეს არის ქართული ოცნების მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეითრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია, ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს.

ამასთანვე, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩაიფიქრა ქართულმა ოცნებამ, ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ პასუხობს ამას ოპოზიცია, ნამდვილი ოპოზიცია.

მინდა, მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, გათავისუფლების დღეს, მიიღეთ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – გამოდით არასწორი, არარსებული, რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არდამორჩილების, ართანამშრომლობის ბრძოლას. ეს იქნება ამ ბრძოლის გაძლიერება, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლელოსთვის, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის”. – თქვა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნების წინ პარტია ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა