პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ქიზიყის და ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, სამგორის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ სოზარ სუბართან ერთად ქიზიყის და ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა.

კანდიდატი ადგილობრივებს იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რისი განხორციელებაც ამ კონკრეტულ ლოკაციებზეა დაგეგმილი. მათ შორის, დაგეგმილია ქიზიყის ქუჩის სრული რეაბილიტაცია – კომპანია GWP-სთან თანამშრომლობით მოხდება მიწისვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლა, მუნიციპალიტეტის მიერ კი დაიგება გზის საფარი.

ამის პარალელურად, ქუჩის გასწვრივ უკვე მოეწყო რეკრეაციული სივრცის დიდი ნაწილი და მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის მოწყობა. რაც შეეხება ბაღდავაძის ქუჩას, ადგილობრივებს აქვთ გარე განათების და არსებული სკვერის რეაბილიტაციის პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზე მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად იმსჯელეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა