პოლიტიკა

მთავრობის ეფექტიანობის გაუმჯობესებით საქართველო 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და შეფასების ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

ევროკომისია გლობალური მმართველობის ინდიკატორების 2024 წლის გამოშვების ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსს  აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს 213 ქვეყნისა და ტერიტორიის შეფასებას მოიცავს. საქართველოს მთავრობამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი_77,8%  მიიღო და 50 საუკეთესოს შორის მოხვდა. 

მთავრობის ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, დიდი შვიდეულის ერთ,  ევროკავშირის  და  ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ლატვია, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველო მთავრობის ეფექტიანობის ხანგძლივი გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია. როგორც ირკვევა, 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტად სამ ქვეყანაში მოხერხდა მთავრობის ეფექტიანობის შეფასების გაუმჯობესება _ რუანდაში, ალბანეთსა და საქართველოში. 2000 წლის შემდეგ რუანდაში მთავრობის ეფექტიანობა 55,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ალბანეთში _ 40,7-ით, საქართველოში კი 39 პუნქტით. 

რაც შეეხება მთავრობის ეფექტიანობის შეფასების წლიურ პროგრესს, საქართველოს შეფასება ერთ წელიწადში 5,2 პუნქტით გაუმჯობესდა და პროგრესის ამ ტემპით ევროპაში მესამე ადგილზეა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა