უცხოური მედია

მოკლული ირინა ზარუცკაიას ოჯახი სამართლიანობას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის რეფორმას მოითხოვს

„გული გაგვიჩერდა, ეს სიტყვებით შეუძლებელია. ირინა აქ მშვიდობისა და უსაფრთხოების საძიებლად ჩამოვიდა, სანაცვლოდ კი სიცოცხლე ყველაზე საშინელი გზით წაართვეს. არც ერთმა ოჯახმა არ უნდა გამოიაროს ასეთი რამ. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი, ვინც იმ ღამით ტრამვაიში მგზავრობდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს,“ — ნათქვამია ზარუცკაიას ოჯახის განცხადებაში, რომელიც Fox News-მა ადვოკატის მეშვეობით მიიღო.

გარდაცვლილის ახლობლებმა თქვეს, რომ ირინამ იმ საღამოს თავის შეყვარებულს მისწერა, რომ მალე სახლში იქნებოდა. როდესაც ის არ დაბრუნდა, ახლობლებმა ინერვიულეს.

გარდაცვლილის ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მკვლელის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და იბრძვიან იმისთვის, რომ ის გისოსებს მიღმა დარჩეს. თუმცა, ისინი ასევე ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში არსებული ფართომასშტაბიანი კრიზისის მოგვარების აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ში, 23 წლის უკრაინელი ლტოლვილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მის უკან მჯდომმა პირმა დანის დარტყმით მოკლა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა