სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი დააკავა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.
დაკავების მიზეზი ოფიციალურად ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასევე, ჯუანშერ ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა.
Facebook Comments Box