პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პირი, რომელიც რუსთაველზე ცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. დღეს კი მონას ეძახდნენ და იქ არ უშვებდნენ ეს მართლა მონები

რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს და 9 აპრილის მონაწილეზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი განცხადებით, პირი, რომელიც რუსთაველზე სცემეს, 9 აპრილის მონაწილეა და მაშინ ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როდესაც რუსულ ტანკებს წინ გადაეღობა. ჩიბურდანიძის თქმით, ამ ადამიანისთვის „მონას“ დაძახება და მისი 9 აპრილის მემორიალთან არშეშვება მიუღებელი ქმედებაა.

„ოპოზიცია ჩვეული ამაზრზენი საქციელით აგრძელებს პროვოკაციებს და ცდილობს, არეულობის ეფექტი შექმნას საქართველოში. ამ აკაცუკებს ალბათ 9 აპრილი მხოლოდ ფურცლებზე აქვთ წაკითხული. ვინც იმ ქრონიკების თანამედროვეა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იქ არ გავიდოდა. დღეს კი, რუსთაველის გამზირზე ცემეს პირი, რომელიც 9 აპრილის მონაწილეა და ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა რუსის ტანკებს წინ გადაეღობა. თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს, ვინც დამოუკიდებლობა გვაჩუქა, მონას ეძახდნენ და 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ — ეს მართლა მონები. იციან კი საერთოდ ამ უსამშობლოებმა, რა დღეა 9 აპრილი? დარწმუნებული ვარ — არა. შეუძლებელია მათ გაიგონ იმ ბრძოლის ფასი, რასაც ჩემი თაობა შეეწირა და კიდევ მზად არის იგივე ბრძოლისთვის, თუკი ქვეყანას კვლავ დასჭირდება. ესენი კი უცხოეთიდან, მათი ბატონებისგან გამოგზავნილი ტექსტებით დაზუთხულები, აღმა-დაღმა დაეხეტებიან და ყველანაირად ცდილობენ, რით ავნონ ქვეყანას. ქართულ საზოგადოებას მართლა აევსო ყველანაირი მოთმენის ფიალა. ძალიან მძიმე იყო იმ კადრების ყურება ჩვენთვის, როცა 9 აპრილის მონაწილეს მონას ეძახდნენ ისინი, ვინც დღესაც სხვის მონობაში მსახურობენ. დასაჯეთ ყველა, ვინც მსგავს ქმედებას სჩადის, სანამ თავად ხალხი დასჯის მათ. არ შეიძლება შემწყნარებლობა სამშობლოს მოღალატეებთან!“ — წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.