ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკკვლელობას ეხმაურება და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.
„ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იყო მოტივი იმ ადამიანის, რომელმაც ჩარლი კირკს ესროლა და მოკლა, მაგრამ ასეთი ამაზრზენი ძალადობის ადგილი ჩვენს დემოკრატიაში არ არის.
მიშელი და მე დღეს ღამით ვილოცებთ ჩარლის ოჯახისათვის, განსაკუთრებით მისი მეუღლის, ერიკასა და მათი ორი პატარა შვილისათვის“,- წერს ობამა სოციალურ ქსელში.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.