უცხოური მედია

Politico: 2024 წელს ნახევარ მილიონზე მეტმა რუსმა მიიღო შენგენის ვიზა, რაც მნიშვნელოვნად მეტია 2023 წელთან შედარებით, მაგრამ მაინც გაცილებით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით

ევროკომისიის მონაცემებით, 2024 წელს ნახევარ მილიონზე მეტმა რუსმა მიიღო შენგენის ვიზა, რაც მნიშვნელოვნად მეტია 2023 წელთან შედარებით, მაგრამ მაინც გაცილებით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, როცა რუსეთის 4 მილიონზე მეტ მოქალაქეს მისცეს ევროკავშირის ვიზა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პოლიტიკის გასამკაცრებლად ემზადება.

ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით Politico წერს, რომ ევროკავშირი წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს ახალ გზამკვლევს წევრი სახელმწიფოებისთვის, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გასაცემად მკაცრ რეკომენდაციებს გულისხმობს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირში შემავალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ასეთი ტიპის გამკაცრებას დიდი ხანია ლობირებდნენ, თუმცა ვიზების გაცემა თითოეული ქვეყნის კომპეტენციად რჩება, რის გამოც ევროკომისიას არ შეუძლია ბლოკის მთელ ტერიტორიაზე რუსებისთვის ვიზების გაცემა საერთოდ აკრძალოს.

ამის გამო ვიზების გაცემის პოლიტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა