უცხოური მედია

გაირკვა ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა. რა არის ცნობილი

დაკავებულია იუტას შტატის 22 წლის მცხოვრები ტაილერ რობინსონი. როგორც იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სავარაუდოდ, სწორედ მან ესროლა კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს, იუტას ველის უნივერსიტეტში გამოსვლისას.

როგორც მედიასაშუალებები სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რობინსონმა მკვლელობა საკუთარ მამასთან, პოლიციის 27-წლიანი სტაჟის მქონე ვეტერანთან აღიარა. არსებული ინფორმაციით, მან შვილი ფოტოთი ამოიცნო, დანებება უბრძანა, თავად კი ყველაფერი ნაცნობ პასტორს მოუყვა, რომელიც ხელისუფლებას დაუკავშირდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რობინსონი აქტიურად დაინტერესდა პოლიტიკით და ნეგატიურად აფასებდა ჩარლი კირკს. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ბიჭი კონსერვატორ აქტივისტს „სიძულვილით სავსედ“ მიიჩნევდა. ამის შესახებ ეჭვმიტანილის ნათესავებმა განაცხადეს.

გუბერნატორმა კოქსმა ასევე აღნიშნა, რომ ვაზნის მასრებზე ეწერა „ჰეი ფაშისტო! მიიღე ეს!“, „თუ ამას კითხულობ, ჰომოსექსუალი ხარ“ და „ბელა ჩაო“.

ამჟამად ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რობინსონი მარტო მოქმედებდა, ამიტომ დამატებითი დაპატიმრებები არ იგეგმება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა