Fox News-ის დილის გადაცემიდან “Fox & Friends”-დან 10 სექტემბრის ამონარიდი, რომელიც უსახლკარო რეციდივისტის მიერ უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუტსკაიას მკვლელობას ეხებოდა, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
ერთ-ერთი წამყვანი, ლორენს ჯონსი ამბობდა, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობას დახმარების მიღება არ სურს, ამიტომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ისინი ციხეში უნდა მოათავსონ.
“ან იძულებით გაუკეთო სასიკვდილო ინექცია… ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ მოკალით ისინი”, – დაამატა წამყვანმა, ბრაიან კილმიდიმ.
კომენტარმა ონლაინ გაღიზიანების ტალღა გამოიწვია და კილმიდის დათხოვნისკენ მოწოდებები გაჩნდა. ბევრმა მას ბრალი მასობრივი სროლის წაქეზებაში დასდო, ხოლო ვირჯინიის კონგრესმენმა, დონ ბეიკერმა, X-ზე განაცხადა, რომ აშშ-ში “მილიონზე მეტი ბავშვი და ათიათასობით ვეტერანია, რომელთაგან ბევრმა ერაყსა თუ ავღანეთში იმსახურა”.