უცხოური მედია

CNN: „თანამშრომელთა მიღწევების მითვისება და გინება“ – FBI-ს ხელმძღვანელის, კეშ პატელის კომპეტენციაში ეჭვი ჩნდება ტრამპის მომხრეებს და FBI-ის თანამშრომლებს შორის

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ეჭვები კეშ პატელის მიმართ იზრდება, როგორც ტრამპის მომხრეებს, ისე FBI-ის თანამშრომლებს შორის.

როგორც სააგენტოს ანონიმური თანამშრომლები CNN-ს უყვებიან, პატელი თავის მიღწევებს აშკარად აჩვენებს და ხელქვეითების მიღწევებს ითვისებს კირკის მკვლელობის გამოძიებისას, მაშინ როდესაც სინამდვილეში, მან ვერ გაართვა თავი „თავისი კარიერის ყველაზე რეზონანსულ მომენტს“.

ამგვარად, პატელმა ნაადრევად განაცხადა ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. ამის შემდეგ, ორ საათზე ნაკლებ დროში, FBI-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის გაათავისუფლეს. სავარაუდო მკვლელის, 22 წლის ტაილერ რობინსონის პოვნა-დაკავებას 33 საათი დასჭირდა.

როგორც NYT აღნიშნავს, რობინსონის დაკავების ოპერაციას, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ორჯერ დააკავეს არასწორი ადამიანები, თან ახლდა უცენზურო ლექსიკა სამსახურებრივი ვიდეოზარების დროს. გამოცემის ცნობით, პატელის მხრიდან ერთადერთი ფრაზა, რომელიც გინების გარეშე იყო, გახლდათ დაპირება: „აღარ დავუშვებ მიკი მაუსის სტილის ოპერაციებს“.

CNN-ის წყაროებმა დაამატეს, რომ პატელს შეეძლო გამოძიების ეფექტურობა სხვაგვარად დაეზიანებინა — მისი ხელმძღვანელობით, სახელმწიფო ხარჯების შემცირების ფარგლებში, FBI-დან გაათავისუფლეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამშრომელი.”

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა