უცხოური მედია

ჯეი დი ვენსის განცხადებით, სამხრეთ კალიფორნიაში დისნეილენდში ოჯახთან ერთად სტუმრობისას, შუახნის მემარცხენე აქტივისტმა ქალმა მის 5 წლის შვილს უყვირა

MILWAUKEE, WISCONSIN - JULY 15: Trump's pick for Vice President, U.S. Sen. J.D. Vance (R-OH) arrives on the first day of the Republican National Convention at the Fiserv Forum on July 15, 2024 in Milwaukee, Wisconsin. Delegates, politicians, and the Republican faithful are in Milwaukee for the annual convention, concluding with former President Donald Trump accepting his party's presidential nomination. The RNC takes place from July 15-18. (Photo by Andrew Harnik/Getty Images)

ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ორშაბათს, ჩარლი კირკის შოუს სპეციალური ეპიზოდის წამყვანობისას, რომელიც მოკლული კონსერვატორი აქტივისტის პატივსაცემად გაიმართა, გაიხსენა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მის ოჯახს და თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს „მემარცხენე აგენტები“ დაემუქრნენ.

როგორც ვენსმა აღნიშნა, სამხრეთ კალიფორნიაში, სამ შვილთან ერთად დისნეილენდში სტუმრობისას, შუახნის ქალმა მის 5 წლის შვილს უყვირა: „მამაშენი უნდა უარყო, შე პატარა ნაძირალა!“ „საიდუმლო სამსახურს უთხარი, რომ კონსტიტუცია დაიცვას და არა შენი მამა!“ – ციტირებს ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთი მემარცხენე აქტივისტის შეძახილებს.

„ეს ქალები მოძალადეები არიან? ალბათ არა. ისინი შეშლილები არიან? რა თქმა უნდა“, – თქვა ჯეი დი ვენსმა.

ვენსმა ივარაუდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა იმ საინფორმაციო საშუალებებისა და ჯგუფების გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსს, რომლებიც ან „ძალადობის წახალისებას“ უწყობენ ხელს, ან კირკის მკვლელობას „ამართლებენ“. მან ასევე აღნიშნა, რომ “არ არსებობს ერთიანობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვებს მათი მშობლების პოლიტიკური შეხედულებების გამო უყვირიან და რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა