საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ელჩი უცხო ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის უფლებას თავს არასოდეს მისცემდა. ამ თემაზე მან CBS news-ის ეთერში ისაუბრა, როდესაც საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკულ სტატიაზე ილაპარაკა.
„ვფიქრობ, ეს შეცდომა და დიპლომატისთვის მიუღებელი განცხადებაა. საფრანგეთის ელჩი ამის გაკეთების უფლებას თავს არასოდეს მისცემდა. ან ხარ ადამიანი, ვისაც თავისუფლად უნდა საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა, კი ბატონო, მაგრამ თუ დიპლომატი ხარ, დიპლომატიის წესებს უნდა მიჰყვე. ეს არ არის ელჩის სიტყვები. ეს მიუღებელია“, – განაცხადა მაკრონმა.
ჩარლზ კუშნერმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც დაწერა, რომ საფრანგეთში ქვეყანაში არსებულ ანტისემიტიზმს არ ებრძვის.
Facebook Comments Box