პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით: პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას.

მაჭარაშვილის განცხადებით, გასაგებია და ყველა თანხმდება, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილ იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები.

დეპუტატი მიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული.

„საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებით ამა წლის 1 ივლისიდან სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებს აეკრძალებათ სასმელების მიწოდება პლასტმასის ბოთლებით. ამავე დადგენილებით, 2027 წლის 1 თებერვლიდან, აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე გაყიდვა. გამონაკლისია მხოლოდ 3 ლიტრზე მეტი მოცულობის წყალი და 20 ლიტრზე მეტი მოცულობის სხვა სასმელები, რომელიც არ ექვემდებარება აკრძალვას. პარალელურად აიკრძალება ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელი.

კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილ იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები. ამიტომ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული. ეს რეგულაცია ფაქტობრივად აიძულებს საზოგადოებას, მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებაზე და ჩამოსასხმელ პროდუქციაზე. ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილება გამოიწვევს: პროდუქციის თვითღირებულების (დიდი ალბათობით) 20 დან 50 პროცენტამდე ზრდას; პროდუქციის არჩევანის შემცირებას; ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას; სამუშაო ადგილების დაკარგვას. მომხმარებელთან ერთად დაზარალდებიან დისტრიბუტორები, მცირე იმპორტიორები და მეწარმეები. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს: ქვეყანაში გადამუშავების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; ალტერნატიული შეფუთვის განვითარება; 3. სუფსიდიები ბიზნესებისთვის; წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება ეკონომიკური შოკის ეფექტი. ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისათვის საჭიროა: აკრძალვის ნაცვლად სისტემა გავხადოთ მართვადი – მთავარი პრობლემა არა პლასტმასი არამედ მისი მართვაა; შევქმნათ გადამუშავების ინფრასტრუქტურა; შემოღებულ იქნას დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია. აქედან გამომდინარე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.