არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს ევროკომისიის თუნდაც ეს ანგარიში, სხვა მსგავს კვლევებთან ერთად, იმაზე თუ რატომ ერჩის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ მთავრობას მთელი ევროკავშირი და მისიის ევრობიუროკრატია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე არჩეული მთავრობის ფუნქციონირების გლობალური შეფასების ანგარიშს, რომელშიც საქართველო პირველ ადგილზეა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.
ანჯაფარიძე იმედოვნებს, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ევროკავშირი რეალისტური განწყობით შეუდგება საქართველოსთან ურთიერთობას.
„ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს ევროკომისიის თუნდაც ეს ანგარიში, სხვა მსგავს კვლევებთან ერთად, იმაზე თუ რატომ ერჩის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ მთავრობას მთელი ევროკავშირი და მისიის ევრობიუროკრატია, როდესაც კვლევაში შავით თეთრზე წერია, რომ “საქართველოში არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე” აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნების მსგავს მაჩვენებელს. კიდევ ცოტა ვაცალოთ, და იქნებ 4 ოქტომბრის შემდეგ ცოტა რეალისტურ რელსებზე დადგნენ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობში“,-წერს ანჯაფარიძე