ნიდერლანდელმა მკვლევრებმა დიდი მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საველე ლაბორატორიად აქციეს და დაადგინეს, თუ რომელი ადამიანები იზიდავენ კოღოებს ყველაზე მეტად. ამის შესახებ სააგენტო UPI წერს.
დილიდან საღამომდე მონაწილეები ხელებს სპეციალურ ყუთებში ათავსებდნენ, სადაც კოღოები იყვნენ. კომპიუტერები აფიქსირებდნენ კოღოების რეაქციას ადამიანის სუნზე და ითვლიდნენ ინდივიდუალურ „მიმზიდველობის რეიტინგს“.
აღმოჩნდა, რომ მწერების ინტერესი 44%-ით მეტი იყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცოტა ხნის წინ ლუდი დალია ან მარიხუანა მოიხმარა. გარდა ამისა, ისინი უფრო ხშირად კბენდნენ მათ, ვისაც წინა ღამეს სხვა ადამიანის გვერდით ეძინა. ფაქტორი, რომელიც დაახლოებით ორჯერ ამცირებს „მიმზიდველობას“, მზისგან დამცავი კრემი აღმოჩნდა.
ამასთან, პროექტის ხელმძღვანელის თქმით, შერჩევა არ არის სრულად წარმომადგენლობითი და მისი ინტერპრეტაცია სიფრთხილით უნდა მოხდეს.