სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე – გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა თუ დადასტურდება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

მისი თქმით, თუ დადასტურდება ჩანაწერის ავთენტურობა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადასტურდება ამ ჩანაწერის ავთენტურობა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა დარახველიძემ.

ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თბილისში არეულობების დაგეგმვაზე სავარაუდოდ პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია საუბრობენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა