ეკონომიკა

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობაზე:  გადახდის ვადები არის ერთი თვიდან 45 დღემდე. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებისთვის,  რომლებიც მაქსიმუმ  2 დღეში იყიდება, თანხას კი,  რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე  პურ-ფუნთუშეულისა და  საკონდიტრო საწარმოს  დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ქსელურ მარკეტებთან  არსებულ კომერციულ პირობებზე ისაუბრა.  

რატიშვილის განცხადებით,  განსაკუთრებულად მტკივნეული  მწარმოებლებისთვის გადახდის ვადებია, რომელიც ერთი თვიდან 45 დღემდე პერიოდს შეადგენს. 

„გადახდის ვადები ეს არის 1 თვიდან 45 დღემდე. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებზე, ანუ პროდუქტები, რომლებიც იყიდება მაქსიმუმ  2 დღეში, ნარჩენს უპირობოდ ვიბრუნებთ და დარჩენილ თანხას, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ. უზარმაზარი პრობლემაა, პირდაპირი „ქეშის“ წაღებაა კომპანიიდან, რომლის შესავსებადაც, სამუშაო კაპიტალის, ჩვენ მივდივართ ბანკში. მათ კი ჩვენს ხარჯზე უფასო არასაბანკო წყაროდან  ყოველგვარი პროცენტისა და დანამატის გარეშე გარანტირებული თანხა აქვთ საბრუნავად,“- განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.