საზოგადოება

გიორგი ბაჩიაშვილი, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგიბერიშვილის გარდაცვალების გამო განცხადებას ავრცელებს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგიბერიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გავცრელებულ განცხადებაში ბაჩიშვილი სამძიმარს უცხადებს გოგობერიშვილის ოჯახს.

შეძრწუნებული ვარ და ღრმე მწუხარებას გამოვთქვავ დავით გოგიბერიშვილის მიმართ განვითარებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს”, – ნათქვამია ბაჩიაშვილის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა  გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დატოვა, დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

დავით გოგობერიშვილის ცხედარი, თბილისში, წყატუბოს ქუჩაზე, მის კუთვნილ ავტოფარეხში იპოვეს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა მანამდე გასროლის ხმა გაიგეს. გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა