პოლიტიკა

საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ირანის საელჩო ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, მთლიანად ამერიკის კისერზეა“.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა და მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამირ საიდ ირავანიმ წერილი გაუგზავნა ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს, სადაც საუბარია ამერიკის ტერორისტული რეჟიმის განცხადებებზე ირანის შიდა საქმეებთან დაკავშირებით. წერილში ვკითხულობთ:

სახელითა უზენაესისა

2025 წლის 30 დეკემბრით და 2026 წლის 2 იანვრით დათარიღებული წერილების და ასევე მთავრობის ბრძანების შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მკაცრად გმობს ამერიკის შეერთებული შტატების განუწყვეტელ, უკანონო და უპასუხისმგებლო ქცევას, რომელიც კოორდინაციაშია ისრაელის რეჟიმთან და მიზნად ისახავს მუქარის მეშვეობით, ასევე დესტაბილიზაციის და ძალადობის მიზანმიმართული წახალისებით ირანის შიდა საქმეებში ჩარევას.

ბოლო დღეების მანძილზე, ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, განსაკუთრებით ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ისრაელის რეჟიმის დამნაშავე პრემიერ-მინისტრთან ერთად, საჯარო განცხადებების გზით, ირანის შიდა საქმეები იმგვარად წარმოაჩინეს, თითქოსდა არსებობდეს გარედან „ჩარევის“ აუცილებლობა „გადასარჩენად“ ან პოლიტიკური ძალადობის განხორციელების საჭიროება. სრულიად აშკარაა ამერიკის და ისრაელის რეჟიმის სინქრონული ნაბიჯები. მათ პროვოკაციული განცხადებებით, საჯარო მუქარით და პოლიტიკური გზავნილებით ხელი შეუწყვეს ძალადობის წახალისებას, მხარი დაუჭირეს ტერორისტულ ჯგუფებს. მათ ასევე წაახალისეს საზოგადოებრივი არასტაბილურობა და სცადეს მშვიდობიანი დემონსტრაციების გადაქცევა ძალადობრივ აქციებად, ეს ყველაფერი მოხდა „მხარდაჭერის“, „ხსნის“ და „ირანელი ხალხის დაცვის“ სახელით.

თუმცა, ირანელ ხალხს კარგად ესმის ასეთი რიტორიკის რეალური შინაარსი. ათწლეულებია, რაც ირანელი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკა, მათ შორის ძალადობრივი მოქმედებების და უსამართლო ცალმხრივი სანქციების დაწესება, სერიოზულად არღვევს მათ ძირითადი ჰუმანიტარულ უფლებებს, როგორიცაა სიცოცხლის და განვითარების უფლება. ყოველივე ეს კიდევ უფრო გაძლიერდა 2025 წლის ივნისში ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებული 12-დღიანი აგრესიული ომის შედეგად, რომელშიც აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამ ომის დროს სამოქალაქო პირები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ატომური სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ირანის ბირთვული ობიექტები მიზანში იქნა ამოღებული, რის შედეგადაც 1100-ზე მეტი უდანაშაულო პირი დაიღუპა.

ირანის ისლამური რესპუბლიკა კატეგორიულად და უპირობოდ გმობს აშშ-ის დესტაბილიზაციურ მოქმედებებს, რომლებიც ასუსტებს გაეროს ქარტიას, არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მსგავსი ქცევის გაგრძელება, ეფექტიანი წინააღმდეგობის გარეშე, ქმნის საშიშ პრაქტიკას და სერიოზულად აზიანებს საერთაშორისო წესრიგს, რომელზეც დაფუძნებულია გაერო.

საერთაშორისო სამართლის არც ერთი პრინციპი ან წესი არ აძლევს სახელმწიფოს უფლებას, ადამიანის უფლებების საბაბით ან „ხალხის მხარდაჭერის“ მოტივით, მოახდინოს ძალადობის პროვოცირება, ან მოაწყოს დესტაბილიზაცია ან არეულობა. ასეთი ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას და არ შეიძლება მათი გამოყენება იძულების, მუქარის ან ისეთი პოლიტიკის გასამართლებლად, რომელიც შიდა საქმეებში ჩარევას გულისხმობს.

გაეროს ქარტიის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი უკრძალავს წევრ სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ან მუქარას. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი კატეგორიულად კრძალავს ნებისმიერ ჩარევას საქმეებში, რომელიც ძირითადად წევრი სახელმწიფოს შიდა კომპეტენციას წარმოადგენს. ეს პუნქტები სავალდებულოა და არჩევითი არაა. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართალი აცხადებს, რომ არც ერთი სახელმწიფო არ აქვს უფლება პირდაპირ ან ირიბად ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს შიდა ან საგარეო საქმეებში, მათ შორის პროვოკაციის, ძალადობის ან კონსტიტუციური წესრიგის დესტაბილიზაციის გზით.

გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოების პასუხისმგებლობის წესების საფუძველზე, როდესაც სახელმწიფოთა მოქმედებები წინასწარ პროგნოზირებადად იწვევს სერიოზულ ზიანს, ამ სახელმწიფოს ეკისრება საერთაშორისო პასუხისმგებლობა. როდესაც რომელიმე წევრი სახელმწიფოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები არღვევენ სხვა წევრი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს, ღიად უწყობენ ხელს არეულობას, წარმოაჩენენ ძალადობის გაძლიერებას ლეგიტიმურად და აშკარა გზავნილებით სთავაზობენ საგარეო მხარდაჭერას, ასეთ დროს აშკარაა, რომ ამ ქმედებებით გამოწვეული ზიანი არც შემთხვევითია და არც მოულოდნელი, არამედ წინასწარ განზრახული და პროგნოზირებადი.

მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ აქციებად გადაქცევა, რომლის მიზანსაც ხელისუფლების დამხობა წარმოადგენს, ასევე საზოგადოებრივი საკუთრების დაზიანება, აღიქმება მსგავსი პოლიტიკის პირდაპირ და პროგნოზირებად შედეგად. ამ ყველაფრის შედეგებზე პასუხისმგებლობა უსათუოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.