Uncategorized

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს შვილებთან და თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დაესწრო. მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დამარცხების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდის ერთად შეკვრა და წინ გამარჯვებისკენ სვლა.

„მარცხის დროსაც და გამარჯვების დროსაც მთავარია რომ ვიყოთ ერთიანები. ვიაროთ წინ, თავი მაღლა. თქვენ წარმოადგენთ საქართველოს, ამიტომ საქართველოსთვის უფლებაც არ გაქვთ სხვანაირად მოიქცეთ, წინ უნდა იყუროთ გამარჯვებისკენ. თქვენ იმხელა სიხარული მიანიჭეთ ჩვენს ერს, საოცნებო იყო ჩვენი, წინა თაობისთვის, დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი დიდი ნაბიჯი გადადგით.

ახალი თაობა თითოეულ თქვენს ნაბიჯს აკვირდება, როგორ იხარჯებით ბოლომდე და სამაგალითო ამითაც უნდა იყოთ. დამარცხების შემდეგ მნიშვნელოვანია ერთად შეკვრა, რომ დაანახოთ მთელ ერს რას წარმოადგენთ, შემთხვევით რომ არ ყოფილა ეს ყველაფერი და რომ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. წაგების შემდეგ ღირსეული ადამიანი, ღირსეული პროფესიონალი იმითაც განისაზღვრება, რომ რა თქმა უნდა, წაგებას არასდროს უნდა შეეგუო, მაგრამ უნდა მიიღო, გადალახო, თავი მაღლა უნდა ასწიო, გააგრძელო და იყო სამაგალითო ყველასთვის. სამიათასწლოვანი ქვეყანა ვართ, აქამდე იმიტომ მოვედით, რომ ნებისმიერი წაქცევის დროს ვდგებოდით, კიდევ უფრო ძლიერები ვხდებოდით და მივდიოდით წინ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოსა და თურქეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა 1:4 დასრულდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა