განცხადება · 81 ნახვა
„მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას – ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ“
დღეს მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას – ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ. ზუსტად 10 დღე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სასანქციო პოლიტიკას არღვევს, თითქოს აქ, ქვეყნის ნაცვლად შავი ხვრელია და დაჟინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას – წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიამ დარღვევები ვერ დაადგინა და შედეგად ყულევის პორტი სანქციების პროექტიდან ამოიღეს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისი შეფასებით, ამან ოპოზიციის ბრალდებები პრაქტიკულად გააბათილა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს.
„ დღეს მძიმე დღე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას – ყულევის პორტის სანქციების სიიდან ამოღების გამო მთელი ბინძური პროპაგანდა თავზე ჩამოემხოთ. ზუსტად 10 დღე ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სასანქციო პოლიტიკას არღვევს, თითქოს აქ, ქვეყნის ნაცვლად შავი ხვრელია და დაჟინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას. დღეს კი, როდესაც ეს ანტიქართული და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრობა თავად ევროკომისიამ და ო’ბრაიენმა ამხილეს, ახალი მესიჯი დაალაგეს. აგენტურა ამბობს, რომ საქართველო და ყულევი კი არღვევდნენ წესებს, მაგრამ თურმე “ამ ერთხელ აპატიეს”… სიმართლე არის მარტივი – საქართველოში, ქვეყნის ტერიტორიოს არც ერთ მილიმეტრზე სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევას ადგილი არ აქვს! სიმართლე არის მარტივი – ევროკომისიამ ვერ ნახა ვერცერთი ფაქტი და ყულევი სანქციების პროექტიდან ამოიღო! სიმართლე არის მარტივი – საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ქვეყანა მოქმედებს სუფთად და კეთილსინდისიერად! სიმართლე არის მარტივი – ვინც ამ ისტერიკაშია და ცდილობს, მოგონილი მესიჯით ხალხს ტვინი აურიოს, არის ამ ქვეყნის მტერი!“ – წერს ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის დაწესება რეპრესიების გზით, კიევის რეჟიმის ფაშისტური გამოვლინებების კიდევ ერთ აგრესიულ ბუნებას აშიშვლებს“
- დავით ქართველიშვილი„პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ“
- დავით ქართველიშვილი„ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში“
- დავით ქართველიშვილი„ლიბერალური ფაშიზმის ჯალათების დანაშაულს ხანდაზმულობა არ გააჩნია – როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში უკანონოდ, ყოველგვარი ბრალისა თუ ლეგიტიმური ეჭვის გარეშე დააკავეს, სასტიკად აწამეს და ქუჩაში დახვრიტეს“
