პოლიტიკა

გია აბაშიძე: მალე დასრულდება მარგინალების წანწალი ქუჩებში – პარლამენტმა მიიღო ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების რეგულირების შესახებ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, დადებითად აფასებს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს, რომლებიც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მანიფესტაციებთან და შეკრებებთან დაკავშირებულ წესებს ამკაცრებს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ეს ცვლილებები დემოკრატიული სახელმწიფოს ნიშანია, სადაც თავისუფლება თანაბრად გულისხმობს წესრიგსაც და პასუხისმგებლობასაც.

„მალე დასრულდება მარგინალების წანწალი ქუჩებში, დასავლური სტანდარტით მიეხედება გამოხატვის თავისუფლების უფლების ბოროტად მოსარგებლე რადიკალებს. პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილებები მიიღო.

შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება – ორ წლამდე ვადით. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში კი – თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა