პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია? როდესაც დისკუსიაში ვერ შემოდიხარ, პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია

პროქართულია ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს საზოგადოებამ მოგვანიჭა მანდატი და ლეგიტიმაცია. ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მათ ბინძურ თამაშს არ აყვა, მათთვის პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მან უპასუხა კითხვას მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს.

„როდესაც ვერანაირ დისკუსიაში შემოდიხარ, ვერ ასაბუთებ, რატომ შეიძლება რომელიმე გადადგმული ნაბიჯი იყოს არაევროპული, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია. როდესაც, განსაკუთრებით დღევანდელი გამოწვევების მსოფლიოში შენ ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან იცავ, როგორ გეტყვის, რომ ეს არადემოკრატიულია? როდესაც ამას ვერ გეუბნება, ამიტომ გეუბნება ყველაზე მარტივ იარლიყს – პრორუსული“, – აღნიშნა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ისინი ვინც საქართველოს პრორუსულ ქვეყნად მოიხსენიებდა და მოუწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, აღმოჩნდა, რომ თავად ვაჭრობდა რუსეთთან .

„იმ დროს, როდესაც ჩვენ ქვეყანას ეძახდნენ პრორუსულს ადამიანები, რომლებიც გზებს ეძებენ, რომ ქვეყანაში როგორღაც შავი ფული შემოიტანონ რევოლუციისთვის (რაც დამერწმუნეთ ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ჩვენ ყველანაირად მოვარგებთ საკანონმდებლო სივრცეს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა) ამ ხალხის კომპანიები, შუა ომის დროს რუსეთის ფედერაციაში მილიარდობით ბრუნვით ვაჭრობდნენ; ბევრი ევროპარლამენტის, თუ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სკანდალებმა ნახა დღის სინათლე; თურმე იმ დროს, როდესაც საქართველოს ეუბნებოდნენ რუსეთს დაუწესეთ სანქციებიო, ბალტიის ქვეყნები ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი გამხდარან რუსეთში. დღეს რა განცხადებებია – თურმე შეცდომა იყო რაღაც კუთხით სანქციები, თურმე სხვადასხვა მილსადენის და სტრატეგიული ობიექტის დაზიანება შეცდომა იყო და მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, მაგრამ აქ [საქართველოს მიმართ] რიტორიკა არ შეცვლილა“, – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.